ყოველ 100 წელიწადში დედამიწა მასშტაბური პანდემიით ავადდება

0
შეიძლება ითქვას, რომ ეს დამთხვევაა, მაგრამ ყოველ 100 წელიწადში დედამიწა მასშტაბური პანდემიით ავადდება. 1720 წელს შავი ჭირი იყო, 1820 წელს ქოლერა, 1920 წელს ესპანური გრიპი. 2020 წელს -კორონა. 1720 წელი: საფრანგეთის ქალაქ მარსელში შავი ჭირის მიძინებულმა ფორმამ იფეთქა. ბუბონური ჭირი მარსელში 1720 წლის მაისში, ნავსადგურში შესული სავაჭრო გემიდან “გრან სენ–ანტუანიდან ” მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი კარანტინის ზონად მალევე გამოცხადდა და მას ქვის გალავანიც კი შემოავლეს, აიკრძალა მარსელიდან გასვლაც და ქალაქში შესვლაც, დაავადებამ სხვა ქალაქებშიც შეაღწია. ე.წ ბუბონური ჭირის ეპიდემია ორ წელიწადს გაგრძელდა და საერთო ჯამში 100 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.. 1820 წელი:ქოლერას პირველი ეპიდემია. მან აზიური ქვეყნები – ფილიპინები, ინდონეზია და ტაილანდი მოიცვა. ამ ეპიდემიამაც 100 ათასი ადამიანი შეიწირა. გავრცელებული ინფორმაციით ამ ეპიდემიის წყარო ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული წყალი იყო. 1920 წელი: 1918- 1920 წლებში პლანეტაზე მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია – ესპანური გრიპი მძვინვარებდა. ესპანური გრიპით დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, ეს დღემდე ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში. საინტერესოა, რომ ე.წ. „ღორის გრიპი“ (H1N1) ესპანური გრიპის გამომწვევი ვირუსის ქვეტიპს წარმოადგენს. 2020 წელი: ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდა...
#news
0