ინფიცირებულ ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139810 თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ასაკოვანი ქალბატონის შემთხვევაში ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებაშიც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, ასევე თან არსებული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და მძიმე, პარალელურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსის დიაგნოზიც დასტურდება, შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
0