კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139811 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება, ერთი კი სხვა კლინიკაში. მისივე თქმით, ყველა არის შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა. ეზუგბაია ამბობს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს. „ჩვენთან ვინც წევს, ყველა შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით, არ ვიცი როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ კრიტერიუმი, დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ყველა პაციენტი ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ იყო თვითიზოლაციაში. ნებისმიერის მდგომარეობა მართულია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ეპდემიოლოგიური კონტაქტების გამოკვლევას. მოხდება ყველა კონტაქტის გამოკვლევა და გადწყვეტილებების მიღება მოხდება შესაბამისად“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
0