ლილოს თავშესაფარი ნახევრად ცარიელია, ვისაც სურვილი ექნება ხელს შევუწყობთ და მოვათავსებთ თავშესაფარში

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139813 თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლილოში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და მოქალაქეთა მიღება შეუძლია. „უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, - განაცხადა კალაძემ.
0