მკაცრი კარანტინი და მავთულხლართები - რა ხდება მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელთან

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139815 მარნეულისა და ბოლნისი მთავარ შესასვლელთან, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე, მავთულხლართები მიიტანეს, ტერიტორიაზე გაავლეს და ამით კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. დადგენილი წესების მკაცრი დაცვით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე. ტერიტორიის კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ღამის ხედვის აღჭურვილობით მიმდინარეობდა, ასევე კონტროლდებოდა შემოვლითი, მეორეხარისხოვანი გზებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კონტროლისთვის იყენებენ დრონსაც. დღესვე ბოლნისსა და მარნეულში მოქალაქეებს სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ.
0