კორონავირუსის გავრცელების პიკი შეიძლება 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში იყოს - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139829 ამ კვირაში პიკს არ ველოდებით, მაგრამ დინამიურ მატების მოლოდინი გვაქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ახალი კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდეა მოსალოდნელი. , , რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება იყოს დღესდღეობით ჩოვიდ-ი, ეს მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში. ამ კვირაში პიკს არ ველოდებით, მაგრამ დინამიურ მატების მოლოდინი გვაქვს. ჩვენი სპეციალისტები იყენებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ არსებობს. რაც შეეხება მარნეულში გამოვლენილ შემთხვევას და ინფიცირებულ ქალს, რომელიც მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში 18 მარტიდან მკურნალობდა, თუმცა, ახალ კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის შემდეგ, 22 მარტს აუღეს - ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს იძიებენ. "თუმცა, გამომდინრე იქიდან, რომ ჩოვიდ-ის შემთხვევაზე ეჭვის მიტანა საქართველოში დღემდე, ყველა რეკომენდირებული საერთაშორისო წესით, ხდებოდა იმ ისტორიის საფუძველზე, იმყოფებოდა თუ არა ის უცხოეთში, სადაც არის ინფიცირებული ზონა, ეს იყო გარკვეული საფუძველი იმისა, რომ ექიმები შესულიყვნენ შეცდომაში და ჩოვიდ-ის პნევმონია მიეჩნიათ ჩვეულებრივ ვირუსულ ფილტვების ანთებად. თუმცა, ეს გაიდლაინი იცვლება და დღეიდან გაცილებით მეტი პაციენტი დაიტესტება და ბევრად უფრო გაღრმავდება პრევენციული ღონისძიებები", - თქვა ტიკარაძემ.
0