STOPCOV.GE-ის აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ვერსიები ემატება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139832 საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ შექმნილ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდს - სტოპცოვ.გე - ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება. მთყავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე არსებობს ვებგვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში დაიხვეწება და ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სომხურენოვან ვერსიაზეც, რომელიც მალე ამოქმედდება. "მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება, "- წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0