იგეგმება თუ არა იტალიიდან და ესპანეთიდან ფრენების დანიშვნა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საზოგადოების უახლოესი ფრენების განრიგი კიდევ ერთხელ გააცნო. კითხვაზე, იგეგმება თუ არა იტალიიდან ან ესპანეთიდან ფრენების დანიშვნა, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მუშაობენ. „ჩვენ ვმუშაობთ კომპანიასთან იმისთვის, რომ არ გავჩერდეთ არსებულ გრაფიკზე. ვმუშაობთ უკვე შემდეგი დღეების და კვირის გრაფიკზე. გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია რთულია, თითოეული ქვეყანასთან მოლაპარაკებები ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ჩვენ შემდგომ განრიგს უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ. ყველა ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. თუკი გადატვირთულობის გამო რომელიმე საელჩო ვერ იძლევა პასუხს, დარეკვა ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა ზალკალიანმა. ნახეთ, ორი კვირის სპეცრეისების განრიგი. ასევე ცნობილია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
#georgia
#spain
#italy
#fly
#covid19
#coronavirus
#primetime
#news
0