უნდა იყოს მოწვეული სინოდი და უნდა ვიმსჯელოთ ახალ საკითხებზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139835 უნდა იყოს მოწვეული სინოდი და უნდა ვიმსჯელოთ ახალ საკითხებზე - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა , , ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. "დღეს რასაც აკეთებს ეკლესია, ზედმიწევნით ასრულებს წინა სინოდის სხდომის დადგენილებას. ვერ შეედავები ვერავის. უნდა იყოს მოწვეული სინოდი და უნდა ვიმსჯელოთ ახალ საკითხებზე. მაგალითად, ხვალ დაგეგმილი მაქვს შვიდგზის ზეთისცხება. იქ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დისტანცია ადამიანებს შორის იყოს დაცული, რომ ზეთისცხება მოხდეს ერთჯერადი ჩხირებით, ეს აუცილებელია", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
0