ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, რომელსაც შეუძლიათ დაურიგონ სწრაფი ტესტები სასულიერო პირები არიან

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139838 უმრავლესობის ყოფილი წევრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, რომელსაც სწრაფი ტესტები უნდა დაურიგდეს, სასულიერო პირები არიან. მისი თქმით, ყველა ინსტიტუციამ, ეკლესიის ჩათვლით, კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვას ხელი უნდა შეუწყოს. "მთავრობას მე ვურჩევდი, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, რომელსაც შეუძლიათ დაურიგონ სწრაფი ტესტები და ყოველდღიურად თუ არა, ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ჩაუტარონ ტესტირება, ეს იყვნენ სასულიერო პირები. განსაკუთრებით იმ ეკლესიების მოძღვრები შეიძლება იყოს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხთან უხდებათ ურთიერთობა. სწრაფი ტესტების მეშვეობით მუდმივი სკრინინგი ჩაიტარონ, რომ არ გახდნენ ინფექციის გავრცელების წყარო", - განაცხადა ზოიძემ მთავარი არხის ეთერში.
0