ვირუსის გავრცელება ნოვრუზ-ბაირამს არ უკავშირდება – სოზარ სუბარი

0
https://primetime.ge/virusis-gavrtseleba-novruz-bairams-ar-ukavshirdeba-sozar-subari/ „ვირუსის არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ-ბაირამს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია“, - ამის შესხებ პრემიერ-მინსიტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, დღესასწაულზე მოქალაქეები საკუთარ სახლში იყვნენ და საჯარო დღესასწაული არ ჩატარებულა. „იყო მოსააზრება, რომ მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინე ზონად იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ სიტუაიცასთან დაკვშირბეით. კარანტინი გამოიწვია იმან, რომ სწორედ ამ რეგიონში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც არ ვიცოდით ვირუსის გავრცელების წყარო. ასევე მინდა ვთქვა, რომ არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ-ბაირამს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. ამ დღეებში არანაირი საჯარო დღესასწაულები არ ტარდებოდა. ყველა მოქალაქე საკუთარ სახლში აღნიშნავდა, აბსოლიტურად მოწყვეტილი იყვნენ სხვა მოქალაქეებისგან და ამ მხრივ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით ჩვენს აზერბაიჯანლ მოქალაქეებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქქმით, ქვემო ქართლში ამ დროისთვის მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია და მოქალაქეებს მოუწოდებენ, სახლში შეასრულონ ლოცვა.
0