კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება

0
კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დაწერა.
ამის შესახებ მოგვიანებით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ზოგადი რეკომენდაციების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კინოთეატრებსა და თეატრებს სკრინინგისა და დეზინფექციის ჩატარება მოუწევთ. 5 კვადრატულ მეტრზე კი, მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი. ამასთან, თეატრებში ღონისძიების ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს, რომელიც დარბაზში შესვლა-გამოსვლას მოიცავს და ანტრაქტს გამორიცხავს. დღეს, 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ხოლო პირველი ოქტომბრიდან — ბაღები. გარდა ამისა, 2 სექტემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება დაბა მესტიასა და ლენჯერში. #ხელოვნება #კოვიდ19-ისშემდეგ #კინოთეატრები #თეატრი
Tbilisi
#ხელოვნება
0