მარნეული-ბოლნისის გზიდან მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
https://primetime.ge/marneuli-bolnisis%C2%A0gzidan-moqalaqe-saavadmkofoshi-gadaikvanes/ მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტზე შსს-ს თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ერთ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოუჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ის მომენტალურად გადაიყვანეს ადგილზე მოწყობილ ლაზარეთში, სადაც ექიმებმა გასინჯეს. ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც მოქალაქე „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება. მოქალაქეს სავარაუდოდ, დღესვე აუღებენ ტესტს და ლაბორატორიაში კვლევაზე გადააგზავნიან. შსს-ს თანამშრომლებმა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მისი კონტაქტები უკვე დაადგინეს და მათაც გამოიკვლევენ. 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი. საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. 24 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს. ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე: კარგია, მაგრამ … – პაატა იმნაძის რეკომენდაცია სუფთა ჰაერზე სეირნობასთან დაკავშირებით მრავალჯერადი პირბადე არ არსებობს! – ექიმის გაფრთხილება პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები ნაღდი ფულის გამოყენებისას – ეროვნული ბანკის რეკომენდაცია თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ილია მეორე კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ნახეთ, რა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის – სპეცრეისების ფრენების განრიგი
0