აფხაზეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის ემზადება

0
შაბათს, 14 მარტს, სამედიცინო პერსონალისთვის გამოყოფილი სპეციალური საშუალებებისა და მედიკამენტების სახით, აფხაზეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. „სამედიცინო პერსონალის დასაცავად, აფხაზეთი სპეციალური საშუალებებითა და მედიკამენტებით სავსე მეორე ჰუმანიტარულ დახმარებასაც მიიღებს. ამით, სამედიცინო პერსონალს კორონავირუსისგან დავიცავთ. უკვე მივიღეთ თერმული გამოსახულება, რომელიც ფსოუს გამშვებ პუნქტზე დამონტაჟდება“, - განაცხადა ე.წ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკამ. “ერთი ჰუმანიტარული დახმარება უკვე მივიღეთ, მეორე - ხვალ მოვა. გარდა ამისა, არსებობს ბრძანება, რომლითაც რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება. ასევე, მივიღეთ თერმული გამოსახულება, რომელიც მდინარე ფსოუს გასწვრივ, საზღვარზე დამონტაჟდება. გვაქვს მედიკამენტების რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინსტიტუტები მოსახლეობის დასახმარებლად მზად ვიქნებით“, - თქვა წახნაკამ და იქვე დაამატა, რომ ვირუსული დაავადებების მხრივ, აფხაზეთში ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. “სტავროპოლის საცნობარო ცენტრთან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი სპეციალისტები ახლაც იქ არიან. უახლოეს დღეებში, აფხაზეთში ამ ცენტრის თანამშრომელს გამოგზავნიან და ჩვენი ლაბორატორიის ბაზაზე კვლევა ჩატარდება“, - განაცხადა მინისტრმა. აფხაზეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა გამოვლენილა. პარასკევს, 13 მარტს, სოციალურ ქსელებში უცნობმა პირებმა გაავრცელეს ყალბი შეტყობინებები იმის შესახებ, თითქოს აგუძერას სამხედრო საავადმყოფოში ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. იმავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ფიჭური კომპანიების აბონენტებს SMS-ები დაუგზავნა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო. წახნაკა ფიქრობს, რომ შეურიგებელი ბრძოლაა საჭირო მათ წინააღმდეგ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს. ე.წ აფხაზეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, აგუდსერას საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. მიზეზი ისაა, რომ ანონიმური მომხმარებლების ვინაობის დასადგენად ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს და ვერც იმას იგებენ, საიდან მიიღეს მათ ეს ცრუ ინფორმაცია.
#აფხაზეთი
#საქართველო
#კორონავირუსი
#თავდაცვა
#sokhumidaily
0