კანის კინოფესტივალის შენობა უსახლკაროებისთვის იხსნება

0
შენობა კინოინდუსტრიის ყველაზე გამორჩეული ვარაკვლავების ნაცვლად შესაფრის გარეშე დარჩენილებს იღებს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. შენობაში ყოველ ღამე 50-დან 70-მდე ადამიანი რჩება. ადამიანების გარდა კინოფესტივალის კარები მათი შინაური ცხოველებისთვისაც ღიაა. ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული ფილმების ფესტივალი 12-დან 23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ღონისძიება ივნისის ბოლომდე გადაიდო. გასული კვირიდან საფრანგეთი COVID-19-ის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა. ბოლო მონაცემებით ქვეყანში კორონავიუსით 22 304 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
#news
#politics
#კორონავირუსი
#coronavirus
0