ვედრება
არ ვარ პოეტი!
ვეფერები რითმას მადლიანს!
არც მხატვარი ვარ-
შემოქმედო, შენდობას ველი!
თუ თეთრ სივრცეში ფრენა
ჩემი ვნების ბრალია,
მაშ მომიტევე, მე, უფალო,
შველას გთხოვ, მოდი!
ადვილი?!
არა!!!
ტვირთი არის, ასე მგონია,
ნიჭი ღვთიური, მადლიანი-
წყალობა შენი,
ყველას არ ძალუძს მისი თრევა,
ეს ხომ რთულია?!
ამპარტავნება მიდარაჯებს,
შვება მომეცი!
თუ შენი ნების ზიდვა
ჩემი უხმო ვალია,
გთხოვ, შემეხიდე, ჭეშმარიტო,
უმწეოს, მოღლილს,
ფრთები მომეცი, რომ ვიფრინო,
ზეცად ადრიან,
მუზათა შორის ვუერთგულო
დიდებულს უწინ!
ხათუნა ფერაძე
2020.27.11