ადამიანი და სოციუმი

0
ადამიანი სოციუმის ნაწილია; ის ვერ არსებობს განყენებულად, კუნძულივით. მართალია ინდივიდები და მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის როლი განუზომლად დიდია, შეიძლება ითქვას ისტორიული განვითარების ქვაკუთხედებს სწორედ განყენებული ადამიანები წარმოადგენენ; თუმცა ამის მიუხედავად უმრავლესობა ადამიანებისა ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ადამიანებს გავლენა გვაქვს ერთმანეთზე, ამიტომაცაა აუცილებელი ჯანსაღი სოციუმის შექმნა სადაც თითოეულ ადამიანს თანამბრად ექნება საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა: სქესის, ასაკის, რწმენის თუ ორიენტაციის მიუხედაბად. სხვადასხვა სოციუმები სხვადასხვა განვითარების დონეზე დგანან. თითქოს ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ, საერთო ჰაერს ვსუნთქავთ და მაინც სხვადასხვა მენტალურ კლიმატში გვიწევს თანაარსებობა.
0