"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა მარნეულში 20 000-მდე ხელთათმანი მიიტანეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139852 "ევროპულმა საქართველოს" წევრებმა გიორგი კანდელაკმა და გიორგი ღვინიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტს, რომელშიც ბოლნისის მსგავსად მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, 20 000 სამედიცინო ხელთათმანი გადასცა. პარტიის ლიდერებმა ხელთათმანები ბლოკ-პოსტთან მიიტანეს და ევროპული საქართველოს მარნეულის რაონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევს გაუგზავნეს ხელთათმანები . "ჩვენ ჩამოვიტანეთ აქ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე ჩვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები მზად არიან მოხალისეებად იმუშაონ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, " – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი. "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საპენსიო შენატანების 8 თვის ვადით შეჩერებას ითვალისწინებს. "მთელი ამ დღეების განმავლობაში "ევროპულმა საქართველომ" წარმოადგინა ძალიან ყოვლის მომცველი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, საპენსიო შენატანების შეჩერებას 8 თვის ვადით და არაერთ ღონისძიებას, რომელიც დაუტოვებს ჩვენს მოქალაქეებს ფულს იმისათვის, რომ უკეთ გაუმკლავდნენ რთულ ვითარებას, რომელშიც აღმოვჩნდით, " - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი.
0