აზერბაიჯანი ირანთან საზღვარს 20 აპრილამდე ჩაკეტავს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139853 ახალი კორონავირუსის, „კოვიდ 19“-ის საფრთხის გამო, აზერბაიჯანი ირანთან საზღვარს 20 აპრილამდე ჩაკეტავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრის ჩაკეტვის ვადები გახანგრძლივდა. ქვეყნის ხელმძღვანელობამ ირანთან საზღვრის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება 29 თებერვალს მიიღო. ამ დროისთვის, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 87 ადამიანს დაუდასტურდა, 10 გამოჯანმრთელდა, ერთი კი, გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსის მსოფლიო პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.
0