ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია"

0
ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია" - როდის გაწერენ "ევექ­სის" წარმომადგენელს ინფექციურიდან ევექ­სის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, თუმ­ცა, მას სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მაქ­სი­მუმ 2-3 დღე­ში გა­წე­რენ. რო­გორც ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ვირუს­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა მას ხვალ ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ინ­ფექ­ცი­ურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ პა­ცი­ენ­ტი უკვე კლი­ნი­კუ­რად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია და რა­დი­ო­ლო­გი­უ­რა­დაც კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ორი დღის წინ მას ჩა­უ­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვა კო­რო­ნა­ვირუს­ზე, რა დრო­საც ანა­ლიზ­მა სუს­ტად და­დე­ბი­თი აჩ­ვე­ნა. „ნიკა გამ­ყრე­ლი­ძე კლი­ნი­კუ­რად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. მას ვირუს­ზე კი­დევ ერთი კვლე­ვა ხვალ ჩა­უ­ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც 24 სა­ათ­ში გან­მე­ორ­დე­ბა და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს კლი­ნი­კი­დან გა­წე­რენ" - გა­ნა­ცხა­დეს ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა გამ­ყრე­ლი­ძეს ვირუ­სი მარ­ტის და­სა­წყის­ში და­უდ­გინ­და. ის მისი თა­ნამ­შრომ­ლის­გან და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.
#კორონავირუსი
#ნიკაგამყრელიძე
#დარჩისახლში
0