1 votes
0 comments
0 shares
Save
ერთობლივი ლოცვა ცარიელ ტაძარში - კათოლიკე, მართლმადიდებელი, სომეხი და ლუთერელი კლერიკოსები
58 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139858

პაპი ფრანცისკეს მოწოდებას, ახალი კორონავირუსისგან მსოფლიოს გასათავისუფლად ყველა კონფესიის ქრისტიანს წარმოეთქვა "მამაო ჩვენოს" ლოცვა - თბილისის კათოლიკურ კათედრალში, წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, ჟოზე პეტენკური, ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ლუთერელთა ეპისკოპოსი, ასირიელი წესის კათოლიკეთა მოძღვარი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური ერთობლივი ლოცვით შეხვდნენ. ერთობლივი ლოცვა ერისკაცთა გარეშე აღსრულდა და შეკრებილთა რაოდენობა ათს არ აღემატებოდა.

"ტაბულა"


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. ილია მეორის მიმართვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ვთხოვ ეკლესიას, აუხსნან მრევლს რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს – კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე საეკლესიო პირებს მიმართავს თხოვნით აუხსნან მრევლს, რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს. „საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის გამხნევება, რწმენით ნუგეშისცემა. მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს,“ – განაცხადა კალაძემ „პოსტ ტვ-ს“ ეთერში. მისივე თქმით, მიუხედავად, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეკომენდაციისა, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები წესებს არ ემორჩილებოდნენ. „მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომენდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას. ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით,“ – ამბობს კალაძე და მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე გადაწყვიტა, სრულად დაეცვა საგანგებო მდგომარეობა - მამა აკაკი ჭელიძე
ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე გადაწყვიტა, სრულად დაეცვა საგანგებო მდგომარეობა, განცხადება ცოტა ნაჩქარევი და საფუძველს მოკლებულია -ასე პასუხობს სოციალურ ქსელში, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცლერი, მამა აკაკი ჭელიძე, რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძეს, რომელმაც facebook-ზე დაწერა, რომ კათოლიკური და სომხური თემის სასულიერო ლიდერები საქართველოში კარანტინს არღვევენ. "როგორც ხედავთ (იხ. 3 დეკრეტი კორონავირუსთან დაკავშირებით), ეპისკოპოსმა დროულად დააგზავნა ყველა, ზედმიწევნით ზუსტი და ნათელი მითითება. ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე გადაწყვიტა, სრულად დაეცვა საგანგებო მდგომარეობა. ფოტოზე, რომელიც შენ ნახე, ასახულია ქუთაისის მონასტერი, და ეს ხალხი ერთად ცხოვრობს მთელი დღის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ განცხადება ცოტა ნაჩქარევი და საფუძველს მოკლებულია" - მიმართავს მამა აკაკი ჭელიძე ბასილ კობახიძეს. ბასილ კობახიძემ საქართველოში კათოლიკეთა და სომხური ეპარქიის ლიდერებს ბნელი არამზადები უწოდა. "შეგნებული ხალხი არიან ჩვენი მუსლიმები, ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია და კიდევ სხვები, რომლებიც მკაცრად იცავენ კარანტინს. მაგრამ საპატრიარქოს წამხედურობით, არც კათოლიკე ეკლესია საქართველოში და არც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქია, არ იცავენ კარანტინს. მივმართავ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სომხური ეკლესიის ეპარქიის ხელძღვანელ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, რომ ესენი არიან ბნელი არამზადები, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეში აგდებენ თავის მრევლს და დროზე მოეგონ გონს" - დაწერა ბასილ კობახიძემ Facebook-ზე. "ტაბულა"
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკრაინაში ზიარების წესი დროებით შეიცვალა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი დროებით შეცვალა. წმიდა სინოდის დადგენილებით, ზიარების დროს საკურთხეველში მღვდელი პურის ნაჭრებს ღვინით დაასველებს და თითოეულ მორწმუნეს სათითაოდ ხელში ჩაუდებს, მაზიარებელი კი მას მღვდლის თანდასწრებით მიიღებს. როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი წერს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც მღვდელმა, ისე მორწმუნემ, ზიარების წინ, ხელები კარგად დაიბანოს. "ასევე ამ წესით ზიარებისას არ ხდება პირის მოწმენდა ბაღდადით,"- წერის მამა ლეონი.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
"მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ბორჯომის ეპისკოპოსი მრევლს
მართლმადიდებელი ეკლესიის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი მრევლს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეცადონ, სახლებში დარჩნენ. წერილის შესავალში ეპისკოპოსი მრევლს ესაია წინასწარმეტყველის (26-20) სიტყვებით მიმართავს: „მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“. „რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი“, – წერს ეპისკოპოსი მიმართვაში. სასულიერო პირი ციტირებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორს, ამირან გამყრელიძეს, რომლის თანახმადაც „ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებამ რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“. „სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი თანამემამულეები ვერ იცავენ ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო“, – წერს ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი ლაზარე მრევლს შეახსენებს, რომ 21 მარტიდან საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მათ რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებს: „ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის; ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს; მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა; საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან ვისაც სურვილი აქვს თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ“. ეპისკოპოსი ლაზარე მიმართვას, რომელიც ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა, ფეისბუკზეც ავრცელებს.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს
იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. ვატიკანის რადიოსთან საუბარში, წმინდა მიწის ერთ-ერთი ტაძრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამივე სულიერმა ლიდერმა ლოცვა საკუთარი წესებით აღავლინა. „ჩვენ ყველა ერთად ვთხოვთ უფალს, რომ პანდემია შეჩერდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი ფესვებიდან მოვდივართ და ყოვლისშემძლე უფალისთვის ერთად ვილოცებთ“,- აღნიშნა მამა ფრანჩესკო ტატონმა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
რომის პაპი - ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ერთობლივად წავიკითხოთ "მამაო ჩვენ
რომის პაპმა მსოფლიო ქრისტიანებს მოუწოდა, ერთობლივად ილოცონ, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულდეს. ამ ინიციატივით პონტიფიკოსი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას გამოვიდა, რომელიც უკვე მესამე კვირაა კარანტინის გამო, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართავს. „გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეციდამი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“ , - განაცხადა პაპმა ფრანციკემ. მისივე თქმით, 27 მარტს, პარასკევს თავად შეასრულებს ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე. „ვირუსის პანდემიას გვსურს ვუპასუხოთ ლოცვისა და თანაგრძნობის პანდემიით“ - განაცხადა რომის პაპმა.#rome #pope #covid19 #stopcovid19 #orthodox #church #praytogether
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცველელდ გატავაზობთ: "ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება). დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში. ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით. განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა. ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე! გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს). გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს. ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. 2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა. ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ჩვენთან არს ღმერთი! იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!", - ნათქვამია განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
„ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია
ქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურებიან. მათ მიმართვას, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, მართლამდიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყოთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები – კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია. უკვე არაერთხელ ითქვა, პანდემიის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამინის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მოვლენები დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის ბოლო განცხადებას (25.03.2020): რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფალის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22). ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება უპირველეს ყოვლისა მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია. თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ“. განცხადებას ხელს აწერენ სასულიერო პირები: არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი, იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, დეკანოზი ლევან მათეშვილი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე, დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა. ასევე თეოლოგები: თამარა გრძელიძე, თამარ გოგუაძე, ლევან ბუკია, შოთა კინწურაშვილი, გიორგი გეგუჩაძე, გიორგი ხუბულური, მიქაელ ბაქრაძე, საბა კევლიშვილი, ეკა ჭყოიძე.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
რუსეთში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის სახლში ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს
რუსეთში, ჩერეპოვეცისა და ბელოზერსკის ეპისკოპოს ფლავიანეს სახლში ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ინტერნეტ სააგენტო სერევინფორმ-ზე დაყრდნობით ლენტა.რუ ავრცელებს. ნარკოლაბორატორიის გარდა, სანქ-პეტერბურგში მდებარე, ეპისკოპოსის კუთვნილ ბინაში მზა პროდუქციის პარტიაც აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ სახლში ეპისკოპოსის მეგობარი 22 წლის კაენ მონტანელი ცხოვრობდა. ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრულია საქმე თაღლითობის მუხლითაც. როგორც ცნობილია, ჩხრეკა ჩატარდა მის სამუშაო ადგილზეც. თავად ეპისკოპოსი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, სასულერო პირის ადვოკატების თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ეპისკოპოსის სახელისა და რეპუტაციის შებღალვას ისახავს. ამის მიუხედავად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა, ფლავიანეს ეპისკოპოსობა შეუჩერა და დროებით პავლო-ობნორსკის მონასტერში გაამწესა. "ტაბულა"