პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139860 დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტესტირება ჩაიტარა კრონველის ჰერცოგინია კამილამაც, თუმცა მას კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. კლარენსის სახლის ინფორმაციით, ჩარლზი და კამილა შოტლანდიაში, ბალმორალში იქნებიან თვითიზოლირებული. ამავე დროს, უცნობია თუ ვისგან გადაედო მას ვირუსი.
0