სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციაზე ფასები უცვლელი რჩება

0
სს „ნიკორას“ განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ყველა ბრენდი, რომელიც საკვებ პროდუქციას აწარმოებს, ფასებს არ ზრდის. „პრაიმტაიმი“ სს „ნიკორას“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, რადგან ნედლეულის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ჰოლდინგში შემავალი ყველა ჩვენი შვილობილი კომპანია თავის წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ინარჩუნებს აქამდე არსებულ ფასს და არც გეგმავს გაძვირებას” – განაცხადეს სს „ნიკორაში“. სს „ნიკორა“ საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: „ნიკორა“-ხორცპროდუქტები, „მზარეული“-ნახევარფაბრიკატები, „ოკეანე“-თევზეული, „დღის პროდუქტი“-რძის ნაწარმი, „პალომა“-ნაყინი, „პანე“-პურ-ფუნთუშეული, „24 სალათი“-მზა საკვები. https://primetime.ge/ss-„nikoras“-holdingshi-shemavali-brendebis-produqtsiaze-fasebi-utsvleli-rcheba/
#nikora
#pane
#palomaice
#coronavirus
#primetime
0