მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილი აპარატულ სუნთქვაზეა, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139862 აპარატულ სუნთქვაზეა, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ „ ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულიდან გადაყვანილ ახალშობილს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნება. ჩვილს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ანალიზი უკვე აუღეს, რომელის პასუხიც დღეს საღამოს იქნება ცნობილი. „14 დღის არის ეს ჩვილი. ავიღეთ ტესტი კორონავირუსზე, რომელზე პაუხიც დღეს გვიან საღამოს იქნება. ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა. პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც ეს ახალშობილ ჩვილებშია გათვალისწინებული პროტოკოლით. რესპირატორული დისტრეს სინდომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. პროტოლკოლით კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი და ველოდებით პასუხს, “- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
0