ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2,077-მდე გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139863 ირანში კორონავირუსს ბოლო 24-საათში 143 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თეირანში აცხადებენ, რომ დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსით 2 077 ადამიანი დაიღუპა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ირანში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირება 24 811 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში დღემდე კორონავირუს, „კოვიდ-19“-სგან 8 913 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ირანს ჰუმანიტარული დახმარება ჩინეთმა, რუსეთმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გაუგზავნეს. აშშ-ის დახმარებაზე ირანის ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
0