http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139864 სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ორგანიზებით, სპეცტექნიკით ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდაპირველად დეზინფექცია მარნეულში იმ ქუჩაზე დაიწყეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ცხოვრობს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში ყველა ქუჩას და მარნეულის რაიონის ყველა სოფელს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით, დეზინფექციისთვის იყენებს იმ ხსნარს, რომელიც გამოიყენება ფაროსანას წინააღმდეგ, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
წყარო: პირველი არხი