ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დროებით აჩერებს

0
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დროებით აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მომატებული ვიზიტებით. ქვეყნის მასშტაბით 6 იუსტიციის სახლსა და 20 საზოგადოებრივ ცენტრში მუშაობა უკვე შეჩერებულია. „იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.“ - აცხადებენ იუსტიციის სახლში. განცხადების თანახმად, თუკი თვითიზოლაციაში მყოფი პირი იუსტიციის სახლში მაინც გამოცხადდება, მას იძულებით კარანტინში განათავსებენ.
#ბათუმი
#იუსტიციისსახლი
#კორონავირუსი
#მუშაობა
#batumidaily
0