ნანი: რონალდუს ბევრი ვასწავლე

ByM.m.m.Georgia
0
პორტუგალიის ნაკრებისა და ორლანდო სიტის შემტევმა, ლუიშ ნანიმ, ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია. ​"კარში დე ხეას ჩავაყენებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია. დავიდი ჩემი კარგი მეგობარია, თუმცა, ჩემი აზრით, მან სათვალე უნდა ატაროს - მას არც ისე კარგი მხედველობა აქვს. დეკუ ჩემი ერთ-ერთი კუმირია. მან უამრავი რამ მასწავლა. დაცვაში ბრუნუ ალვეშს დავაყენებდი. ცენტრალური მცველისთვის ის ზედმეტად ტექნიკურია - თუ ფეხბურთია სათამაშო, ის ითამაშებს, ხოლო თუ მეტოქის გეგმის ჩაშლაა საჭირო, მას არც ეს გაუჭირდება. რაც შეეხება რონალდუს - მისი მთავარი პლუსი სწრაფი ფეხებია, რაც მან ჩემგან აითვისა. კრიშტიანუ თავადაც ხვდება, მან ჩემგან ბევრი რამ ისწავლა (იცინის)", - თქვა ნანიმ. შეგახსენებთ, კარიერის განმავლობაში პორტუგალიელმა შემტევმა სპორტინგის, მანჩესტერ იუნაიტედის, ფენერბაჰჩეს, ვალენსიას და ლაციოს ღირსებას იცავდა. ამჟამად ის MLS-ში ასპარეზობს.
#ფეხბურთი
#სპორტი
#ლუიშნანი
#რონალდუ
#პორტუგალია
#football
#sport
#ronaldo
#news
#opinion
#business
ByM.m.m.Georgia
0