ზუგდიდში მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

0
ზუგდიდში მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. დღეიდან, 25 მარტიდან, მგზავრებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა უფასოა. ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ ეს გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოებისთვის მიიღო. "ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს. გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. რაც შეეხება მოქალაქეების ტრანსპორტირებას სოფლების მიმართულებით - ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას", -აღნიშნა გიორგი შენგელიამ. შესაბამისი სამსახურის მიერ იქნება გაკონტროლებული მოქალაქეთა რაოდენობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
#ზუგდიდი
#მუნიციპალურიტრანსპორტი
#ზუგდიდისმერია
#ზუგდიდისმერი
#უფასომგზავრობა
#zugdididaily
0