ჯანდაცვის მინისტრი: სწრაფი ტესტები ჩამოვიდა

ByM.m.m.Georgia
0
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ათასი ცალი სწრაფი ტესტი მარნეულის მოსახლეობას დაურიგდება. "დღეს სწრაფი ტესტების პირველი ნაკადი ჩამოვიდა. ეს ტესტები ძალიან ჰგავს იმ ტესტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდეც კეთდებოდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ 6 საათის ნაცვლად, ლოდინის დრო საათ-ნახევრამდე არის შემცირებული", - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე კიდევ 3 000 ტესტი უნდა ჩამოვიდეს. როგორც ცნობილია, საერთო ჯამში საქართველომ 200 000 სწრაფი ტესტი უნდა მიიღოს.
#კორონავირუსი
#პანდემია
#სწრაფიტესტი
#ტიკარაძე
#coronavirus
#politics
#news
#business
ByM.m.m.Georgia
0