1 დოლარის ფასი 3 ლარი და 45 თეთრია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139884 მეორე ინტერვენციის მიუხედავად ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ამჯერად 1 დოლარის ღირებულება 3 ლარი და 45 თეთრია. ეროვნულმა ბანკმა კურსი ცოტა ხნის წინ დაადგინა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ნიშნული კიდევ უფრო მაღალია. რაც შეეხება ევროს, ის 3.7370 ლარი ეღირება, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1190 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ამერიკული დოლარი 3.4494 ლარი ღირდა, ევრო – 3.7436 ლარი, ფუნტი – 4.0558 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 მარტს ამოქმედდება.
0