სამყარო და ადამიანი

0
ბავშვს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დედაც ჭირდება და მამაც; თუმცა რას ნიშნავს ეს? კონკრეტულ დედა-მამაზეა საუბარი თუ ამ კონცეფციის უკან უფრო ღრმა შინაარსი დევს? აქ საუბარია სამყაროს დედობრიობაზე და მამობრიობაზე-რაც კონკრეტული დედის და მამის გავლით ახდენს გავლენას შვილზე. მამა, ანუ მამობრივი სიყვარული, არის ხერხემალი; ის წვრთნის და ავარჯიშებს ბავშვს, დისციპლინირებულს ხდის. მამობრივი სიყვარული არის განპირობებული სიყვარული; ის წინასწარ პირობების შესრულებას სთავაზობს შვილს და შემდეგ აჯილდოვებს ან სჯის. ეს საჭიროა შვილისთვის რადგან მომავალში სამყარო სწორედ მამასავით მოთხოვს გამოცდების ჩაბარებას. დედა , ანუ დედობრივი სიყვარული, ეს უპირობო სიყვარულია; ეს ისაა რაც ცხოვრებაში მიღწეული წარმატებების მიღმა შინაარსს სძენს ადამიანის ყოფიერებას. დედობრივი სიყვარული ასწავლის ადამიანს მიიღოს თავის თავი ბოლომდე და იგრძნოს ბედნიერება. მხოლოდ მამობრივი სიყვარულით ადამიანი სამყაროს საზრდოს მოწყვეტილი და მარტოსულია. მხოლოდ დედობრივი სიყვარულით კი-უხერხემლო და მოწყვლადი. ამიტომაცაა შექმნილი ასეთი ბალანსი სამყაროში საპირისპირო ენერგეებს შორის-მაქსიმალური ჰარმონიის მისაღწევად.
0