ახალშობილი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139889 ახალშობილი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს. მისი თქმით, ჩვილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ელოდებიან პასუხებს. „ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის“, -განაცხადა ლევან რატიანმა.
0