ევროპაში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

0
ევროპაში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორი პაციენტიდან ერთ-ერთი ბელგიის, ხოლო მეორე ნიდერლანდების მოქალაქეა. ვირუსით ხელახალი ინფიცირებისას მისი გენეტიკური კოდის ცვლილება უნდა მოხდეს. მიუხედავად დადასტურებული ფაქტებისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საშიში არ არის. მნიშვნელოვანი კი იმის დადგენაა, თუ რამდენად ხშირად დაფიქსრიდება მსგავსი შემთხვევები. პაციენტმა, რომელსაც კორონავირუსი მეორედ ბელგიაში დაუდასტურდა, დაავადება პირველად მარტში გადაიტანა, ხოლო მეორედ კი ივნისში. იგი 50 წლისაა და სხეულმა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების საკმარისი რაოდენობით გამომუშავება ვერ მოახერხა. ვირუსით ხელახალი ინფიცირების მიზეზი გენეტიკური მუტაცია გახდა. დაავადების მეორედ გადატანის შემთხვევაში რამდენად რთული იქნება გამოჯანმრთელება, ამაზე ზუსტი პასუხი ინფექციონისტებს ჯერ კიდევ არ აქვთ. იმის გამო, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის, პოტენციური ვაქცინა სამუდამო ვერ იქნება. იგი, სავარაუდოდ, 10 ან 5 წლის განმავლობაში იმუშავებს ეფექტურად. მაგალითისათვის, გრიპის ვირუსის ვაქცინაზე მეცნიერები რეგულარულად მუშაობენ და მისი ცვლილება ვირუსის მუტაციასთან ერთად, თითქმის ყოველწლიურად ხდება. ორშაბათს მკვლევრებმა ჰონგ-კონგში პირველი ხელახალი ინფიცირების შემთხვევა დააფიქსირეს. პაციენტმა დაავადება პირველად 2 თვის წინ გადაიტანა. ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ხელახალი ინფიცირების საფრთხე დაავადების დამარცხებიდან რამდენიმე თვეშიც არსებობს. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ კონკრეტულად რა დროის განმავლობაში შეუძლია ადამიანს კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის შენარჩუნება. წყარო: The Hill #headline
0