ნიუ-იორკის პოლიციამ დამნაშავის დაჭერის შემთხვევაში 12,500$ ოდენობით ჯილდო დააწესა

0
ნიუ-იორკში ეძებენ დამნაშავეს, რომელიც მატარებლების შუშებს ამსხვრევს. მისი დაჭერის შემთხვევაში ჯილდო 12, 500$-ია. მას შემდეგ, რაც დამნაშავის დაკავებაზე ჯილდო გამოცხადდა, მან ორ სხვადასხვა პატარებელში 39 ფანჯარა დააზიანა. კრიმინალმა, ან კრიმინალებმა, ერთ-ერთ მატარებელში 19 ფანჯარა გატეხეს, შემდეგ კი პოლიციამ სხვა მატარებელში 20 ახალი დაზიანებული ფანჯარა აღმოაჩინა. თვის განმავლობაში ამგვარად დაახლოებით 300-მდე მატარებლის ფანჯარაა დაზიანებული. სამთავრობო პირების განცხადებით, მსგავსი ქმედებების გაგრძელება მომუშავე მატარებლების დეფიციტს გამოიწვევს და შესაბამისად, ტრანსპორტის მომსახურებასაც გააუარესებს. როდესაც მეტროს მატარებლის ფანჯარა ზიანდება, საჭიროა მთლიანად ტრანსპორტი მოიხსნას ხაზიდან მანამ, სანამ მას არ შეაკეთებენ. პოლიცია გაორმაგებული ძალებით ცდილობს დამნაშავის აღმოჩენას. მიუხედავად ამისა, მათ იგი ვერ აღმოაჩინეს, რადგანაც დაზიანებულ ფანჯრებს მხოლოდ მაშინ ნახულობენ, როდესაც მატარებელი სადგურზე ჩერდება. წყარო: New York Daily News #headline
0