http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139897
23 მარტს მარნეულის ჩაკეტვის შემდგომ ბანკომატებთან მოსახლეობის დიდი რაოდენობა შეინიშნებოდა. მოქალაქეები ბანკებიდან თანხის გამოტანას ცდილობენ. დღეს მარნეულში არსებულ ბანკომატებთან საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დადგნენ.
მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, ბანკომატებთან სამართალდამცავების მობილიზება მოსახლეობის მომატებულ რაოდენობას უკავშირდება. მისი თქმით, მერიისა და პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ, რომ მოქალაქეებმა დისტანცია დაიცვან.
წყარო: რადიო"მარნეული"