მარნეულის მასშტაბით კორონავირუსის სიმპტომებზე 24 000 ადამიანია შემოწმებული - ზაურ დარგალი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139898 მარნეულის მასშტაბით კორონავირუსის სიმპტომებზე 24 000 ადამიანია შემოწმებული. აღნიშნული განცხადება მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გააკეთა. მისი თქმით, გუშინ, 24 მარტს, მაღალი სიცხე 25 ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო ორს სხვა, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი, სიმპტომები აღენიშნებოდა და მათ შემოწმება ჩაუტარდათ. დღეს, 25 მარტს, მუნიციპალიტეტში 5 000-მდე მოქალაქე შეამოწმეს, სიცხე კი მხოლოდ ერთს ჰქონდა. მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემოწმებულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ უფიქსირდება. მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალს ამ დროისათვის 46-მა ადამიანმა მიმართა. მარნეულის მერის განმარტებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. წყარო: რადიო"მარნეული"
0