მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, ამჟამად ისეთი მდიდარია, როგორიც არასდროს ყოფილა. მისმა ქონებამ 200 მილიარდი დოლარი შეადგინა. იგი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელიც მსგავსი რაოდენობის სიმდიდრეს ფლობს.
ამაზონის დამფუძნებელის ქონებამ, ოთხშაბათს 204.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 90 მილიარდი დოლარით აღემატება მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბილ გეითსის ქონებას, რომელიც ამჟამად 116, 1 მილიარდ დოლარს ფლობს.
ინფლაციის მიუხედავად, „ფორბსს“ მიაჩნია, რომ ბეზოსის ქონება ისტორიული რეკორდია. მაშინაც კი, როდესაც „მაიკროსოფტმა“ საკუთარ პიკს მიაღწია, ბილ გეითსის ქონება 158 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მომხმარებლის ქცევის ცვლილების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, ამაზონის კაპიტალი წლის განმავლობაში 80%-ით გაიზარდა.
ბეზოსი ახლა უფრო მდიდარი იქნებოდა, რომ არა წინა წლის ყველაზე „ძვირადღირებული დაშორება“ თავის მეუღლესთან, რომლის გამოც მან ამაზონის 25%-იანი წილი მას დაუთმო. მისი მეუღლე ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-14 ადგილს იკავებს.
წყარო: Forbes
#headline