სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი.
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მოხუცის შვილიშვილი "ფეისბუქზე" თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა თავისით და თავის სახსრებით უყიდა... და ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი. ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი...
ბავშობაში რომ ჩვენს ბაბუებს და ბებიებს ქონდათ და მერე, რომ გვეგონა დავკარგეთ, იმ ღირებულებების.არასდროს არ მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად" - წერს ელენე ღლონტი.
#თენგიზცერცვაძე
#კორონავირუსი