დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ"

0
"ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­საზ­რე­ბაა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა, 10 დღე, ჩვენ კი­დევ ვიქ­ნე­ბით პრე-კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში და ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეთ კრი­ტი­კულ ფა­ზა­ში", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ახლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ხან­გრძლივ­დეს ეს დრო. "ჩვენ უნდა ვე­ცა­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ დრო და შე­ვა­მოკ­ლოთ დღე­ე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კრი­ტი­კუ­ლი ფა­ზი­სა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­დეს, რად­გან ძა­ლი­ან დიდი და­წო­ლა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე. შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს, გვექ­ნე­ბა, გა­იზ­რდე­ბა, სა­სურ­ვე­ლია იყოს ერ­თე­უ­ლი და ერთი ან ორი ათე­უ­ი­ლი და არა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და ასე­უ­ლი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი დღეს, ამას მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფო ვერ გა­ა­კე­თებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ არ ამო­უდ­გა გვერ­დით. მი­ხა­რია რომ ეს სო­ლი­და­რიზ­მი არ­სე­ბობს.
#ამირანგამყრელიძე
#ნიუსი
#დაავადებათაკონტროლისცენტრი
#კორონავირუსი
0