ის ჩვენთვის ჩვეულებრივი საფრთხე არ არის

0
ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დამნაშავეობის საკმარისი სამხილები არ არსებობს. თუმცა ასე იყო, მაგალითად, სერგეი სკრიპალისა და მისი მეუღლის იულიას, მკვლელობის საქმეზეც. სერგეი სკრიპალი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო. მისი მოწამვლის გამო ბრიტანეთმა რუსეთის ხელისუფლებასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. საკმარისი სამხილები არ არის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეშიც, რომელიც რუსეთის ოპოზიციის ლიდერი იყო და მწვავედ აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინს. ბორის ნემცოვი კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს. ეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე მაგალითია იმ განუზომლად დიდ მსხვერპლთაგან, რომელიც პუტინის რეჟიმს მოჰყვა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. საქმე იმაშია, რომ პუტინს არ სჭირდება პირდაპირი ბრძანებების გაცემა. იგი უბრალოდ იტყვის, რომ მოწინააღმდეგეების მოშორება სჭირდება, დანარჩენს კი მისი აგენტები ასრულებენ. თუმცა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. პუტინი არა მხოლოდ თავად იყო ჩართული არჩევნების შედეგებისა და ამერიკული დემოკრატიის შელახვის პროცესში, არამედ ეს მცდელობა მთლიანად მის სახელთანაა კავშირში. ამერიკის შეერთებული შტატების კომიტეტი პირდაპირ აცხადებს, რომ სწორედ ვლადიმერ პუტინი იყო ის, ვინც თავადვე ხელმძღვანელობდა ჰაკერული შეტევების კამპანიას. კამპანიას სამიზნეში ჰყავდა ამოღებული ეროვნული დემოკრატიული კომიტეტი, დემოკრატიული კონგრესის კამპანიის კომიტეტი და მთლიანად კლინტონის კამპანია. მოსკოვის განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ კლინტონის კამპანიისათვის ზიანი მიეყენებინათ და, როგორც ამერიკული მედია ირწმუნება, ტრამპს დახმარებოდნენ, ზიანი მიეყენებინათ ამერიკის დემიკრატიისათვის. რა თქმა უნდა, პუტინი და რუსეთის მთავრობა ყველა ამგვარ ქმედებას უარყოფს. ეს გასაკვირი არც არის. მანამ, სანამ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, იგი რუსეთში შეხვედრებზე ხშირად დადიოდა. როგორც სენატის სადაზვერვო კომიტეტის მოხსენებაში წერია, 2013-2016 წლებში ტრამპის ორგანიზაცია რუსეთს შეუთანხმდა პროექტზე, რომლის სახელიც „Trump Tower Moscow“ იყო. ეს იყო ამბიციური პროექტი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ისეთი კომეციული შენობის აშენებას გულისხმობდა, რომელშიც სასტუმრო, საცხოვრებელი და კომერციული ფართები ერთ სივრცეში იქნებოდა. ტრამპმა ხელი მოაწერა პროექტთან დაკავშირებულ წერილს და 2016 წლამდე მისი ურგანიზაცია პროექტის რეალიზაციას გეგმავდა. მულერის ანგარიშის მიხედვით, ის პუტინისაკენ ხელს პირდაპირ არ იშვერს. იგი მხოლოდ რუსეთის მთავრობას მიემართება, ბურუსითმოცულ რუს ბიზნესმენებსა და მოსამართლეებს. მაგრამ ასევე არ გამორიცხავს იმასაც, რომ პუტინი ნამდვილად იყო დაინტერესებული ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებითა და მისთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვებით. 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა და ტრამპის კანდიდატურამ პუტინს ისეთი შესაძლებლობები მისცა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა. ფაქტი, რომ პუტინს სურდა ამ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა და ამისათვის რესურსები არ დაიშურა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს იგი ამერიკისათვის. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საფრხე არა მხოლოდ ამერიკას, არამედ ევროპასა და შუა აღმოსავლეთსაც ემუქრება. #headline
0