დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია - ეზუგბაია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139904 დღეს ჩატარებული 10 ტესტიდან, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მათ კლინიკაში ამჟამად 32 პაციენტს მკურნალობენ, 10-მა კი საავადმყოფო უკვე დატოვა. „დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფით. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება , ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
0