5 votes
0 comments
0 shares
Save
სწრაფი ტესტებით ვირუსზე პასუხის დრო 6-ის ნაცვლად საათნახევრამდე მცირდება - ტიკარაძე
87 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139905

დღეს ჩამოვიდა სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა. სწრაფი ტესტებით ვირუსზე პასუხის დრო 6-ის ნაცვლად საათნახევრამდე მცირდება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტიკარაძის თქმით, ყველა ტესტი ჩატანილია მარნეულში და სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას.

„ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს. ჩვენი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ ინტენსიურად, უკვე დასქრინულია 35 000 მოქალაქე, ეს არის დაახლოებით 8 000-მდე ოჯახი. მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამომავლოდაც ასეთი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა გაგრძელდება“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის 25-მდე ადამიანს გარკვეული ჩივილები დაუდგინდა და მათ ამ ჩივილების შესაბამისად მათ ტესტირება ჩაუტარდებათ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის ადგილზე 1000 ტესტია ჩატანილი.

„კვირის ბოლოსთვის ჩვენ დამატებით 3000 ტესტს ველოდებით, შემდეგ კი 5000-ს. საერთო ჯამში, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელსაც საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვიტანთ“-განაცხადა ტიკარაძემ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი - ტიკარაძე
1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიცტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ტესტები გაკეთდება მარნეუულში- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის 25-მდე ადამიანს გარკვეული ჩივილები დაუდგინდა და მათ ამ ჩივილების შესაბამისად ტესტირება ჩაუტარდებათ. „ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს. ჩვენი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ ინტენსიურად, უკვე დასქრინულია 35 000 მოქალაქე, ეს არის დაახლოებით 8 000-მდე ოჯახი. მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამომავლოდაც ასეთი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა გაგრძელდება“- განაცხადა მინისტრმა.
On.ge
Tbilisi · 2 months ago
ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR და 9 000 სწრაფი ტესტია — ეკატერინე ტიკარაძე
ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR და 9 000 სწრაფი ტესტია — ეკატერინე ტიკარაძე
ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR და 9 000 სწრაფი ტესტია — ეკატერინე ტიკარაძე
ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR და 9 000 სწრაფი ტესტია — ეკატერინე ტიკარაძე
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ - ტიკარაძე
ცუდის მოლოდინი რა თქმა უნდა ყოველთვის არის და ჩვენი ტაქტიკა პირველივე დღეებიდან იყო ის, რომ ვემზადებოდით ყოველთვის ყველაზე რთული სცენარისთვის, იმისათვის რომ შეგვძლებოდა გავმკლავებოდით ამ ყველაფერს საუკეთესო ხარისხით - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და იმ სტატისტიკით, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და გყავს უკვე სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული ქოვიდით არიან, ეს პაციენტების სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან სტაციონარში. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკის რიცხვი და ასევე გამოვლენის რიცხვი ვივარაუდოთ. ჩვენს კარანტინში მყოფი პირების ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში და შესაბამისად მათი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, რასაც ველოდებით არის აპრილის პირველი კვირა.“ - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის განმარტებით, ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა მარნეულში განვითარებული მოვლენები გახდეს. „კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შესაძლოა გვქონდეს პიკი, არის სწორედ მარნეულის რეგიონი. სადაც ჩვენ ვიკვლევთ 150 ათას მოსახლეს და რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება გვყავდეს ქოვიდით დაინფიცირებული მოსახლეობა. წარმოუდგენელ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ახლა მარნეულში პირველ ხაზზე მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იკვლევენ ამ მოქალაქეებს“ - განაცხადა ტიკარაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
კორონავირუსის გავრცელების პიკი შეიძლება 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში იყოს - ტიკარაძე
ამ კვირაში პიკს არ ველოდებით, მაგრამ დინამიურ მატების მოლოდინი გვაქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ახალი კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდეა მოსალოდნელი. ,,რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება იყოს დღესდღეობით ჩოვიდ-ი, ეს მონიტორინგი მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში. ამ კვირაში პიკს არ ველოდებით, მაგრამ დინამიურ მატების მოლოდინი გვაქვს. ჩვენი სპეციალისტები იყენებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ არსებობს. რაც შეეხება მარნეულში გამოვლენილ შემთხვევას და ინფიცირებულ ქალს, რომელიც მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში 18 მარტიდან მკურნალობდა, თუმცა, ახალ კორონავირუსზე ტესტი რამდენიმე დღის შემდეგ, 22 მარტს აუღეს - ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს იძიებენ. "თუმცა, გამომდინრე იქიდან, რომ ჩოვიდ-ის შემთხვევაზე ეჭვის მიტანა საქართველოში დღემდე, ყველა რეკომენდირებული საერთაშორისო წესით, ხდებოდა იმ ისტორიის საფუძველზე, იმყოფებოდა თუ არა ის უცხოეთში, სადაც არის ინფიცირებული ზონა, ეს იყო გარკვეული საფუძველი იმისა, რომ ექიმები შესულიყვნენ შეცდომაში და ჩოვიდ-ის პნევმონია მიეჩნიათ ჩვეულებრივ ვირუსულ ფილტვების ანთებად. თუმცა, ეს გაიდლაინი იცვლება და დღეიდან გაცილებით მეტი პაციენტი დაიტესტება და ბევრად უფრო გაღრმავდება პრევენციული ღონისძიებები", - თქვა ტიკარაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ე.წ ქობულეთის კლასტერის 108 კონტაქტ-პირი თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეშია
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული გამოკვლეული პირები ამ დროისთვის 108-ს შეადგენს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში, ან საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ნიჟარაძისვე თქმით, მათგან 40-ის ლაბორატორიული ნიმუშები უკვე აღებულია, მათ შორის სამედიცინო პერსონალისა და ოჯახის წევრების. ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში ოჯახთან იმყოფებოდა სტუმრად, რის შემდეგაც მას მუცლის მწვავე ტკივილის გამო 4 აპრილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ჯდებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს 55 წლამდე პაციენტი სახლში გაწერეს, თუმცა იმავე საღამოს მეორედ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ამჯერად კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც ივარაუდეს, რომ ქალს, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონოდა, რის შემდეგაც მას ნიმუში აუღეს და ვირუსი დაუდასტურდა. 55 წლის ქალის შემთხვევის დადასტურების შემდეგ ნიმუშები აუღეს მის ოჯახის წევრებსაც ქობულეთში, სადაც 5 ადამიანს ასევე დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, მათ შორის ქალის მამაც, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე 3-ჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა 55 წლის ქალს ახალ კორონავირუსზე ტესტი თავიდანვე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს, რომ მას ისეთი ჩივილები ჰქონდა, რაც დაახლოებით, ამ დაავადებების მქონე მხოლოდ 5%-ს ახასიათებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევის დეფინიცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით იცვლებოდა და მასთან ერთად იცვლებოდა მიდგომაც. "უკვე მომდევნო დღეებშიც და თვის ბოლოსაც გვქონდა შესაძლო შემთხვევის განმარტება, რომელიც იყო ძირითადი რესპირაციული ჩივილი და ეპიდანამნეზი, მაგრამ ეს არ ითვალისწინებდა, მხოლოდ აღნიშნული პირის მოგზაურობას, ეს იყო კონტაქტი ეპიდანამნეზის მქონე პაციენტთან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს პაციენტი შესაძლოა არ ყოფილიყო შესაძლო პაციენტად იდენტიფიცირებული და როგორც პნევმონია, ისე მოხდა მისი მართვა... ეს კლასტერიც რეტროსპექტრული დაკვირვების შედეგად გავარკვიეთ. დღეს უკვე ჩვენი მოცემულობა გახლავთ უფრო მგრძნობიარე. პრაქტიკულად ეპიდანამნეზი არის წამყვანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევა, რომელსაც აქვს გამოხატული დამახასიათებელი რესპირაციული ჩივილები, უკვე განიხილება მგრძნობიარე შემთხვევად,"- ამბობს ნინო ნიჟარაძე. "ტაბულა"
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის დამატებით 200 ათას ტესტს მიიღებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კორეასთან. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეისგან ელოდებიან 200 ათას ტესტს. „გუშინ, საღამოს შედგა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი, კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ამ მიმართულებითაც მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Primetime
Tbilisi · 3 months ago
არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულა – ამირან გამყრელიძე
„თებერვლის დასაწყისში ჩვენ ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო 2 კვირაა მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ უფრო მეტად მოხდეს განვრცობა და გეოგრაფიული მისაწვდომობა ტესტირებაზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიკოსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ყურადღება გავამახვილეთ ტესტირებაზე თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ტესტი. გამოკვლეულია 1126 ნიმუში, თავიდან თებერვლის დასაწყისში ჩვენ ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო 2 კვირაა მოვახდინეთ დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ უფრო მეტად მოხდეს განვრცობა, გეოგრაფიული მისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ, ტესტირების საშუალება, იქნება ეს, სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი ტესტირების, რომელსაც წარმოადგენს PSR ტექნოლოგია, ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, არ დაფიქსირებულა არცერთი ფაქტი, სადაც ტესტის ჩატარება იყო საჭირო და უარი ითქვა. „რამდენჯერმე მოგახსენეთ, რომ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს ტესტების მარაგი, რომლითაც ვაწარმოებთ რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევას. არცერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ სადაც საჭიროა და როდესაც ტესტირების მოთხოვნა დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტშია, მაგრამ გასაგებია ჩემთვის, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა უფრო მეტია და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას, გარდა PSR ტექნოლოგიებისა ჰქონდეს კიდევ ის ახალი, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოში, ეს გახლავთ სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე დამყარებული ისე ანტისხეულზე დამყარებული“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტესტების შემოტანა ქვეყანაში, დროულად მოხდეს. „სერიოზული მუშაობა მიდის, რომ ქვეყანაში სწრაფად იყოს რეგისტრირებული და შემოტანილი. ამ საკითხებზე იქნა კონსესუსი მიღწეული ასევე დღეს დამსწრე ექსპერტებთან, მათ შორის რამდენიმე კერძო ლაბორატორიის წარმომადგენელთან და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო ყოველმხრივ ხელს შეუწყობს მათ, რომ სწრაფი რეჟიმით მოხდეს მისი იმპორტირება ქვეყანაში, რათა ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო ქსელში. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულიყო – ამის რესურსი ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.
Roma Ratiani
Tbilisi · 3 months ago
ჯანდაცვის მინისტრი: სწრაფი ტესტები ჩამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ათასი ცალი სწრაფი ტესტი მარნეულის მოსახლეობას დაურიგდება. "დღეს სწრაფი ტესტების პირველი ნაკადი ჩამოვიდა. ეს ტესტები ძალიან ჰგავს იმ ტესტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდეც კეთდებოდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ 6 საათის ნაცვლად, ლოდინის დრო საათ-ნახევრამდე არის შემცირებული", - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე კიდევ 3 000 ტესტი უნდა ჩამოვიდეს. როგორც ცნობილია, საერთო ჯამში საქართველომ 200 000 სწრაფი ტესტი უნდა მიიღოს.#კორონავირუსი #პანდემია #სწრაფიტესტი #ტიკარაძე #coronavirus #politics #news #business
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
კომპანიასთან, რომლის ტესტები ესპანეთმა უვარგისად მიიჩნია, ხელშეკრულება ანულირებულია - ტიკარაძე
კომპანიასთან, რომლის წარმოებული კორონავირუსის ტესტები ესპანეთმა უხარისხოდ ცნო, საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, კომპანია Bioeasy-მ, მაღალი პასუხისმგებლობის გამო, გამოაქვეყნა ნოტა და ბაზრიდან გაიწვია საკუთარი წარმოების ტესტები. "მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ გავიმეორო - ნებისმიერი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას - ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ტესტების სანდოობას ჩვბენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოყენებისთვის,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, კომპანია Bioeasy-სთვის საქართველოს ხელისუფლებას თანხა არ გადაურიცხავს, მასთან ხელშეკრულება ანულირებულია. 2000 ტესტი საქართველოს სხვა კომპანიამ გამოუგზავნა და თუ მათი სანდოობა დამტკიცდება, მთავრობა დამატებით რაოდენობას შეიძენს. ეკატერინე ტიკარაძე არ ასახელებს კომპანიას, რომლის მიერ წარმოებულ სწრაფ ტესტებს ახლა მარნეულსა და ბოლნისში იყენებენ, თუმცა ამბობს, რომ ტესტები მაღალი სანდოობის არის და PCR ტექნოლოგიაზეა დამყარებული.