ნოიერი: პანდემიის დროს ფეხბურთელებს ხელფასი უნდა შეუმცირდეს

ByM.m.m.Georgia
0
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, კორონავირუსის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა. გერმანელი მეკარის აზრით, პანდემიის დროს ფეხბურთელებს ხელფასი უნდა შეუმცირდეს. "ჩვენ, ფეხბურთელები, პრივილეგირებული პროფესიის წარმომადგენლები ვართ. ასეთ დროს, როდესაც საერთო პრობლემას ვებრძვით, ანაზღაურების შემცირებას უნდა დავთანხმდეთ. ბაიერნში ათასობით ადამიანი მუშაობს - ისინი უმნიშვნელოვანეს საქმეებს ასრულებენ. ჩვენ მათი დახმარება გვსურს", - თქვა ნოიერმა. ​შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატი 2 აპრილამდე შეჩერდა, თუმცა ახლანდელ ვითარებაში ბუნდესლიგის განახლება ნაკლებად სავარაუდოა. უკანასკნელი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 440 000-ს გადააჭარბა. აქედან 111 822 ბოლომდე გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 625 გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#ნოიერი
#ბუნდესლიგა
#გერმანია
#ბაიერნი
#მიუხენი
#ფეხბურთი
#სპორტი
#coronavirus
#neuer
#bundesliga
#germany
#bayern
#munich
#football
#sport
#politics
#news
#opinion
#business
ByM.m.m.Georgia
0