იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139911 იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 683 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი გამოუვლინდა 5 210 ადამიანს. სულ იტალიაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, 7053 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 74 386-ია. გამოჯანმრთელდა 9362. ამჟამად, ჰოსპიტალიზებულია 23 112 ადამიანი. მათგან 3 489 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. 30 920 კი იზოლაციაში იმყოფება.
0