კონორმა 1 მილიონი ევრო გამოჰყო

ByM.m.m.Georgia
0
ორ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი ქველმოქმედებაში ჩაერთო. ირლანდიელმა მებრძოლმა კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად 1 მილიონი ევრო გამოჰყო. აღნიშნული ინფორმაცია კონორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. სპორტსმენი ამ თანხით სამშობლოში არსებულ საავადმყოფოებს დაეხმარება. მაკგრეგორმა ირლანდიის ფინანსთა მინისტრთან, პასკალ დონოჰიუსთან მიმოწერის ფოტოებიც გამოაქვეყნა. "დღეს ერთი მილიონი ევროს ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს ვიყიდი, მათ ლენსტერის რეგიონში არსებულ კლინიკებში მოიხმარენ. ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ამ რეგიონმა იზარალა", - დაწერა მაკგრეგორმა. შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 19 000-ს გადააჭარბა.
#მაკგრეგორი
#კორონავირუსი
#ირლანდია
#პანდემია
#სპორტი
#mcgregor
#ufc
#mma
#sport
#coronavirus
#ireland
#news
#business
ByM.m.m.Georgia
0