ეკლესიების დახურვა არამც და არამც. თვითშეგნებამდე უნდა მივიყვანოთ მორწმუნეები, თვითშეგნებამდე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139915 ეკლესიების დახურვა არამც და არამც. თვითშეგნებამდე უნდა მივიყვანოთ მორწმუნეები, თვითშეგნებამდე - ამის შესახებ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რითაც კორონავირუსის გამო ეკლესიების დახურვის საკითხს გამოეხმაურა. “ეკლესიების დახურვა არამც და არამც. თვითშეგნებამდე უნდა მივიყვანოთ მორწმუნეები, თვითშეგნებამდე. მათი ნება უნდა იყოს და თვითშეგნება. მე ჩემს მრევლს მაქსიმალურად ვეუბნები, რომ იყვნენ სახლებში. მიწიერად თუ ვიმსჯელებთ და მიწიერ ჭრილში შევხედავთ, რა თქმა უნდა, კარგია და სასარგებლოა და აუცილებელიც არის, მაგრამ ღმერთიც არ უნდა გამოვრიცხოთ. რაღაცა ისე გამოდის, რომ ძალიან მიწიერი გამოდის.. კერძო აზრებს არ აქვს ეკლესიაში მნიშვნელობა, აქ მაინც ერთობლივ გადაწყვეტილებას აქვს. ერთობლივად თუ მიიღებს ეკლესია და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა დავემორჩილებით ყველა, ” - განაცხადა მეუფე ანტონიმ.
0