ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც შეხება ჰქონია ამ პერიოდში მრევლთან

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139916 ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც შეხება ჰქონია ამ პერიოდში მრევლთან - ჩრდილო ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ადასტურებს, რომ ეპარქიაში მოღვაწე ქართველ დეკანოზს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მისი თქმით, სასულიერო პირს, სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა და ექიმს იმავე დღეს მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ დეკანოზს მრევლთან შეხება არ ჰქონია და სახლში მკურნალობს. ეპისკოპოსის ინფორმაციით, ეპარქიის მღვდელი, რომელსაც აშშ-ში კორონავირუსი დაუდასტურდა, დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია. ის მრევლს მოუწოდებს, თუკი რომელიმე მათგანს ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკანოზთან ჰქონდა კონტაქტი, დააკვირდნენ სიმპტომებს და გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს მიმართონ. "პარასკევს, 20 მარტს, მას ჰქონდა სიცხე და იმავე დღეს დარეკა ექიმთან და შაბათს გაიკეთა ტესტი. იმავე დღიდან იყო იზოლირებული. გუშინ მოვიდა დადებითი პასუხი. ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც შეხება ჰქონია ამ პერიოდში მრევლთან, " - აცხადებს მეუფე საბა.
0