ამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ქუთაისშია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139917 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ქუთაისში დადასტურდა. "ორივე მათგანი თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება. თუმცა, სანამ ეპიდკვლევა არ ჩატარდება, ჯერ ვერ დავკონკრეტდები. კვლევა ახლა დაიწყო და ხვალ შუადღისას გვეცოდინება უფრო მეტი ამ 2 შემთხვევის შესახებ"- თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
0