ვფიქრობ, რომ ხვალ დილამდე პასუხი არ იქნება-ზახაშვილი მარენულიდან გადმოყვანილი ჩვილის ტესტის პასუხზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139920 მე ვფიქრობ, რომ ხვალ დილამდე პასუხი არ იქნება-განაცხადა დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა, მარენულიდან გადმოყვანილი ჩვილის ტესტის პასუხებზე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. მისივე თქმით, შესაძლოა, ამ შემთხვევას კორონავირუსთან კავშირი ქონდეს. "მე ვფიქრობ, რომ ხვალ დილამდე პასუხი არ იქნება. თუმცა, შეიძლება, ასეთი მდგომარეობა ახალშობილებში, დისტრესიის განვითარება, ასოცირებული იყოს სრულიად სხვა მდგომარეობებთან და არ იყოს ვირუსთან კავშირში. არ არის იშვიათი ახალშობილებში, ასეთი რამ ხდება ხოლმე ბავშვებში. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ახლა გვაქვს საქართველოში, უბრალოდ დამატებითი სიფრთხილის ღონისძიებად ტარდება COVID 19-ის ტესტირება. ვნახავთ, შევისწავლით ლაბორატორიულად და შედეგები ცნობილი გახდება"-თქვა ზახაშვილმა. ცნობისთვის, ახალშობილი მარნეულიდან თბილისში, გუშინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.
0